კომაროვის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის ფარგლებში ტრენინგი თემაზე - “ეფექტური პრეზენტაცია” ჩატარდა!

კომაროვის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის ფარგლებში წრის ხელმძღვანელმა თიკო თვალჭრელიძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე - “ეფექტური პრეზენტაცია”. 


მოსწავლეები წრის აქტიური მონაწილეების დახმარებით გაეცნენ პრეზენტაციის მომზადების ტექნიკურ და შინაარსობრივ მხარეებს, ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობის საკითხებს.  ინტერაქციული მეთოდის გამოყენებით მერვე კლასის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს უშუალოდ სწავლების პროცესში. 


მსგავსი ღონისძიება გაგრძელდება სხვა კლასებშიც.


ზემოთ